29 მარტი 2021
მთხრობელი-ჩვენი სამაგისტროს კურსიდან მხოლოდ ორნი ვიყავით და კიდევ ვიღაც ჩვენთვის უცნობი აქტივისტი გვესწრებოდა, არაფერი აუხსნია მაგრამ ვერ გეტყვი რომ არაფერი დაგიკარგავს იმით რომ არ დასწრებიხარ, ან უფრო სწორად მონაწილეობა არ მიგიღია ჩვენს კამათში. სრულად წაკითხვა
27 იანვარი 2021
ინფორმაცია არის გზა რომლის მეშვეობით ჩვენ აღვიქვავთ რეალობას ჩვენს გარშემო. სწორედ ეს აღქმა განაპირობებს ჩვენს მოქმედებებს, დამოკიდებულებებს, ფიქრებსაც კი. მიღებულ ინფორმაციას ადამიანი ჯერ იაზრებს, ატარებს საკუთარი შეხედულებების, ცოდნის თუ გამოცდილების ფილტრში და მხოლოდ ამის შემდეგ უყალიბდება საკუთარი ემოცია, აზრი ან რეაქცია. სრულად წაკითხვა...
16 იანვარი 2021
ხშირად დასკვნების ჭეშმარიტება თუ სიცრუე დამოკიდებულია იმ საწყის ცნებებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში "აპრიორი" მიიღება. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯგუფებში წარმოდგენა ამ აქსიომებზე შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. სრულად წაკითხვა...
23 დეკემბერი 2020
სჯობს დაწვა ვილა, რომელიც შენს ფაცხაზე ააშენეს და მისი ცეცხლით გათბე, ვიდრე ქუჩაში დარჩენილმა გაიყინო. ვალებში ჩაფლულმა ჯობს მევალე მოკლა, რომელსაც თვითმკვლელობამდე მიჰყავხარ, ვიდრე მისი სიმდიდრის ფუნდამენტში ჩამარხულ მორიგ ჩონჩხად იქცე. ადამიანი არასდროს არ კვდება ისე ნამდვილად, როგორც მაშინ როდესაც უსამართლობას ეგუება. სჯობს მტრის ტყვიამ წაგართვას სიცოცხლე, ვიდრე მკვდარმა იცხოვრო. სრულად წაკითხვა...
08 დეკემბერი 2020
1905 წლის ''ცნობის ფურცელის'' ნომრებს ჩავკირკიტებ, რევოლუციის ამბები, რუსეთ-იაპონიის ომის ქრონიკა და თბილისის არეულობები მაინტერესებდა, როცა გურიის ამბოხებული კომუნიდან (გურიის რესპუბლიკა) მოსულ ამბავს გადავაწყდი, კორესპოდენტი (ამბის მთხრობი) ვინმე გურული ქალი, ლია გახლავთ, რომელიც პირდაპირი დემოკრატიის პრინციპით გამართულ სათემო სასამართლოს აღწერს : იმდენად საინტერესოდ მეჩვენა, აქაც ავკრეფ. სრულად წაკითხვა...
07 დეკემბერი 2020
მოცემულ ნაშრომში მსურს ვისაუბრო ქრისტიანობისა და ანარქიზმის მსგავსება/განსხვავებებზე. რა თქმა უნდა, ძნელია მსგავსი ფორმატით ყველაფერზე საუბარი, მაგრამ, მაქსიმალურად შევეცდები, რომ ძირითად და არსებით საკითხებს შევეხო, თუმცა მანამდე ნიშანდობლივია, რომ მოკლედ განვმარტოთ სასაუბრო თემები... სრულად წაკითხვა
Designed with Mobirise
Offline Website Software